Sunday, 11 November 2018
Friday, 9 November 2018
პროექტი " გზა ჯანმრთელობისაკენ"
1. პროექტის სახელწოდება:გზა ჯანმრთელობისაკენ"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:პიროვნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი, სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
3. პროექტის აქტუალობა:სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა , რომ მოსწავლეთა უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს მათ შორის დამკვიდრებული არაჯანსაღი ცხოვრების წესი,რაც გამოიხატება იმაში ,რომ მათ დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო.ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს.ხშირად უფროსკლასელები არიან თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებლები.ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში მათ ხელს უშლის დროის არასწორ განაწილებაც.იმის მაგივრად რომ სპორტით დაკავდნენ,ისინი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ.გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს შენარჩუნებას, რაც კიდევ ერთი დიდი პრობლემაა.
4. პროექტის მიზნები:წინამდებარე პროექტის მიზანია მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია, გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა,არა მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო საგანმანათლებლო კომპანია,მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე.მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
5. მონაწილეთა ასაკი:IX-X კლასის მოსწავლეები
6. ვადები/ხანგრძლივობა:2-თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:1.მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოებრის კეთილდღეობისათვის.
2. კომპეტენტური სპეციალისტების კონსულტაციის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ალკოჰოლისა, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მისდევდე ჯანსაღი ცხოვრების წესს.
3. სპორტული შეჯიბრის საშუალებით და ბენეფისის მოწყობით სკოლაში გამოვლინდებიან მოსწავლეები, რომლებიც მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს,რაც კარგი მაგალითი იქნება სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.
4. მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი ,სუფთა გარემოს მნიშვნელობას და შეეცდებიან გაუფრთხილდნენ მას.
5. მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი, კვლევის, გამოკითხვის ჩატერების უნარი, სამუშაოს ორგანიზებისა და დროის განაწილების უნარი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გამოფენისათვის საჭირო საკვები პროდუქტები ან ვიზუალური მასალა ამ საკვების გამოსახულებით, სლაიდები, ინტერნეტი, სპორტული ინვენტარი, ნაბეჭდი მალა, მარკერები, თაბახის ფურცელები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. მოზარდისათვის ჯანსაღ საკვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობა- ექიმის კონსულტაცია.
2. " არა გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისათვის საშიშ და მავნე პროდუქტებს"-გამოფენა , აქციის ჩატარება.
3. მოსწავლეთა ჯგუფის მიერ პროგრამა Wოrd-ში გამოკითხვის ანკეტების დამზადება.სკოლის მოსწავლეთა შორის მწეველთა გამოვლენისათვის სტატისტიკური კვლევის ჩატარება, პროგრამა Exeel-ში კვლევის დიაგრამის აგება და კვლევის შედეგების გაანალიზება.
4. რა ზიანს აყენებს ალკოჰოლი და თამბაქო მოზარდის ჯანმრთელობას- ქიმია- ბიოლოგიის მასწავლებლის ლექცია.
5. " არა თამბაქოს, არა ალკოჰოლს"- მოსწავლეთა აქცია და მოსახლეობაში შესაბამისი შინაარსის პროგრამა და ბუკლეტების დარიგება.
6. არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები და სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული რისკები- პოლიციელის მოწვევა სკოლაში და მისი ტრენინგ-კონსულტაცია.
7. " ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს დავუპირისპიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი " სასკოლო მინი ოლიმპიადის მოწყობა უფროსკლასელთა შორის:
- შეჯიბრი სირბილში
- შეჯიბრი მკლავჭიდში
- კალათბურთში
- ჭადრაკში
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: სამოქალაქო განათლება, სპორტი, ბიოლოგია.
მოქ.IX.5 მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და აქედან გამომდინარე საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა.
ბიოლ.IX.9 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინათინ მთვარელიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tinikomtvarelidze@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
პროექტის განხორციელების გეგმა
Saturday, 3 November 2018
Saturday, 27 October 2018
Sunday, 21 October 2018
Subscribe to:
Posts (Atom)